ზამთრის სეზონზე სასტუმრო თრუსო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია დამღლელი სრიალის შემდეგ განსატვირთად. სასტუმროსთან მიმდებარე გრილ-ბარი სამხარსა და სადილზე სტუმრებს უმასპინძლდება ევროპული და ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძებით. სპეციალურ საღამოებზე მოწვეული მუსიკოსები და DJ-ები კი ცოცხალი წარმოდგენებით კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდიან გუდაურის მოგონებებს მომხიბვლელ გრილ-ბარ თრუსოში.
სტუმრების განკარგულებაშია სკი-დეპო – თხილამურების, სნოუბორდებისა და სხვადასხვა აღჭურვილობის უსაფრთხოდ და კომფორტულად შესანახად. თუ იგი არ გაქვთ, ჩვენი პერსონალი უზრუნველყოფს მის დაქირავებას. ასევე დამწყებთათვის შესაძლებელია თხილამურებით სრიალის გაკვეთილების ჩატარება.
დამატებითი კომფორტის შესაქმნელად, სასტუმროს დამსვენებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფინური საუნითა და განიტვირთონ სამასაჟე ოთახში.
სასტუმრო თრუსო – ერთი მხრივ, ეს არის საუცხოო ადგილი დასვენებისა და განტვირთვისთვის, მეორე მხრივ კი – შესანიშნავი ალტერნატიული გარემო კორპორატიული ღონისძიებებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის. ჩვენ გავუკეთებთ ორგანიზებას თქვენი კომპანიის გასვლით ტურებს, თიმბილდინგებს, სემინარებსა და ვორქშოფებს, სიამოვნებით ვუმასპინძლებთ თქვენს ბიზნეს პარტნიორებსა და უცხოელ სტუმრებს.