გუდაური, საქართველო
Tel: +995 32 2146900; +995 599 557875
info@hoteltruso.com
Book Now
ზაფხული

ზაფხულის პერიოდში სასტუმრო თრუსო გთავაზობთთრუსო დამატებით სერვისებს, რაც კიდევ უფრო საინტერესოს და მრავალფეროვანს გახდის თქვენს დასვენებას. სასტუმრო ზრუნავს როგორც თქვენს წყნარ დასვენებასა და განტვირთვაზე, ასევე გთავაზობთ ექსტრემალური გართობის მომსახურებებსაც:

1. ექსკურსიები და ლაშქრობები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიების ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ფეხითა და ცხენით.
2. ჯომარდობა გუდაურსა და ყაზბეგის შემოგარენში მოყვარულებისთვის, რაც სრულიად უსაფრთხოა და ამავდროულად დაუვიწყარ შთაბეჭდილებას დაგიტოვებთ;

გართობა-დასვენების გარდა საშუალება გაქვთ სასტუმროში ისარგებლოთ საკონფერენციო დარბაზის მომსახურებითაც. მოაწყოთ ტრენინგი, ვორქშოპი ან თიმბილდინგი 30 მონაწილისათვის.  ამ შემთხვევაში თქვენს განკარგულებაშია კომფორტული სივრცე, პროექტორი, ეკრანი, დაფა, საკანცელარიო მასალები და სურვილის შემთხვევაში coffee-break. ამავდროულად ისარგებლებთ განსაკუთრებული ფასებით სასტუმროს ნომრებზე.

მომსახურეობა დამოკიდებულია სასტუმროს დატვირთვაზე და მოიცავს დამატებით გადასახადს.